ამ ცნობას ავრცელებს საქალაქო ამბების სააგენტო "მოსკვა", რუსეთის ფედერაციის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეზე, ალექსეი ალეშკოვსკიზე დაყრდნობით.
ასევე ნახეთ ტრამპმა პუტინთან საუბრისას უკრაინაში ომის დასასრულებლად პროგრესს ვერ მიაღწიარუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი გაგზავნილ წერილში მიხალკოვი გამოვიდა წინადადებით, უცხოური კინოფილმის რუსეთის გაქირავებაში მისაღებად განხილვის წარმოებისთვის შემოღებულ იქნეს "პირველადი შენატანი", 5 მილიონი რუბლის (დაახლოებით 63 500 დოლარი) ოდენობით. გარდა ამისა, მიხალკოვის წინადადებით, დასავლური ფილმების ჩვენებებიდან მიღებული მოგების 10 პროცენტი უნდა დაიხარჯოს ეროვნული კინოს წარმოებაზე. მიხალკოვი ამბობს, რომ ამჟამად მის იდეებს განიხილავენ შესაბამისი უწყებები, ხოლო პუტინი ინიციატივას მხარს უჭერს.
მსხვილმა უცხოურმა კინოკომპანიებმა უარი განაცხადეს თავიანთი ახალი ფილმების რუსეთში ჩვენებაზე 2022 წლიდან - მას მერე, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო. 2022 წლამდე რუსეთის კინობაზარი სიდიდით მეექვსე იყო მსოფლიოს მასშტაბით.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან 3 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარში პუტინი გამოვიდა წინადადებით, რუსეთმა და აშშ-მა გაცვალონ ფილმები, რომლებშიც "წინწამოწეულია ორივე ქვეყნის ტრადიციული ღირებულებები". როგორც კრემლი აცხადებს, ტრამპს "ეს იდეა მოეწონა". თავად ტრამპს და მისი ადმინისტრაციის წევრებს ფილმების გაცვლის თაობაზე არაფერი უთქვამთ.
ასევე ნახეთ რუსეთი აღარ არის აზერბაიჯანის უფროსი ძმა ასევე ნახეთ უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა მასირებული შეტევისთვის 500-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენა