თეირანში ორკვირიანი პაუზის შემდეგ კვლავ გაიხსნა შვეიცარიის საელჩო

შვეიცარიის ელჩი ნადინ ოლივიერი ლოზანო ყუმში. 22 თებერვალი, 2023 წელი (საარქივო ფოტო).

Reuters-ის თანახმად, შვეიცარიამ, რომელიც ასევე წარმოადგენს აშშ-ის ინტერესებს ირანში, ისრაელსა და ირანს შორის ომის გამო დახურვის შემდეგ კვლავ გახსნა თავისი საელჩო თეირანში, განაცხადა კვირას შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„ელჩი ნადინ ოლივიერი ლოზანო და მისი მცირე ჯგუფი გუშინ სახმელეთო გზით, აზერბაიჯანის გავლით თეირანში დაბრუნდნენ. საელჩო თანდათან განაახლებს მუშაობას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის განცხადებაში.

შვეიცარიის საელჩო თეირანში 20 ივნისის შემდეგ დაკეტილი იყო.

შვეიცარია 45 წელია წარმომადგენს აშშ-ის ინტერესებს ირანში.