კითხვაზე, [ხელისუფლებაში ვისი ყოფნის დროს არის] ევროკავშირში გაწევრიანება მეტად მოსალოდნელი, პასუხები ასე გადანაწილდა:
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - 14%;
- თუ ხელისუფლებაში პროევროპული ოპოზიცია მოვა - 46%;
- ორივეს შემთხვევაში - 14%;
- არც ერთი - 10%;
- არ ვიცი / უარი პასუხზე - 16%.
მხარდამჭერების მიხედვით:
პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლები:
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - 1%;
- თუ ხელისუფლებაში პროევროპული ოპოზიცია მოვა - 81%;
- ორივეს შემთხვევაში - 7%;
- არც ერთი - 5%;
- არ ვიცი / უარი პასუხზე - 5%.
„ქართული ოცნების“ ამომრჩეველი:
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - 49%;
- თუ ხელისუფლებაში პროევროპული ოპოზიცია მოვა - 6%;
- ორივეს შემთხვევაში - 19%;
- არც ერთი - 8%;
- არ ვიცი / უარი პასუხზე - 18%.
ფრაგმენტი კვლევიდან
„ქართული ოცნების“ ამომრჩევლების ჯგუფში თითქმის ყოველი მეორე (49%) ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში გაწევრება მოსალოდნელია“, - წერია კვლევაში.
ასევე ნახეთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 75% არ ემხრობა მიმდინარე პროევროპულ აქციებს - კვლევაკვლევის შესახებ
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
გამოიკითხა საქართველოს 2 ათასი სრულწლოვანი მოქალაქე პირდაპირი ინტერვიუს გზით. შერჩევის ცდომილება: ±2.2% , 95%-იანი სანდოობით გამოპასუხების წილი: 71%.
საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში. კვლევის დონორი იყო „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, კვლევის განმახორციელებელი - "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი" (ISSA).