ტრამპი 25 პროცენტის ოდენობის გადასახადებს აწესებს იმპორტზე იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 1 აგვისტოდან ამოქმედდება 25 პროცენტის ოდენობის გადასახადები იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან შეტანილ საქონელზე.

ამის მიზეზად ტრამპმა დაასახელა ხანგრძლივი სავაჭრო დისბალანსი აზიის ამ ორ მნიშვნელოვან მოკავშირე სახელმწიფოსთან.

აშშ-ის პრეზიდენტი უკვე გარკვეული პერიოდია გამოდის განცხადებებით, რომ სავაჭრო მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს და სახელმწიფოებს თავ-თავიანთი გადასახადების თაობაზე წერილები უნდა გაეგზავნოთ.

პარასკევს ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა - "რამდენიმე წერილს ხელი მოვაწერე და ისინი ორშაბათს გაიგზავნება".

გავრცელებულ წერილებში ტრამპი სამხრეთ კორეის და იაპონიის ლიდერებს მიმართავს - "გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ აშშ-ის არაორდინარულ ეკონომიკაში - დიდი უპირატესობით მსოფლიოს ნომერ პირველ ბაზარზე".

"გმადლობთ ამ საკითხისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის!" - ასე ამთავრებს ტრამპი წერილებს, რომლებიც მისი სოციალური მედიით, Truth Social-ით გავრცელდა.

ასევე ნახეთ ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ტრამპთან 9 ივლისამდე გააფორმებს სავაჭრო ხელშეკრულებას