ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.
ალექსი ახვლედიანს, 8 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე.
55 წლის ახვლედიანს პროკურატურა ედავება იარაღის დაუდევრად შენახვას.ოფიციალური ვერსიით, სწორედ მის სახლში მისი კუთვნილი იარაღით სცადა თვითმკვლელობა აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.
რიჟვაძე თავდაპირველად, 7 ივლისს მიიყვანეს საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, სადაც გადაუდებელი დახმარება გაუწიეს
იქიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, თბილისიდან კი თურქეთში გადაიყვანეს.
ასევე ნახეთ თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანესრიჟვაძის გარშემო განვითარებული მოვლენები პოლიტიკურ ოპონენტებსა და ექსპერტებს მრავალ შეკითხვას უჩენს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ თორნიკე რიჟვაძე ერთ-ერთი პირველი იყო მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც პოსტებიდან ერთმანეთის მიყოლებით გადადგნენ.