„ვფიქრობ, ეს ახალი და განსხვავებული მიდგომაა, - უთხრა რუბიომ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბრის შემდეგ. - ამას მშვიდობის გარანტიას არ დავარქმევდი, მაგრამ ეს არის კონცეფცია, რომელსაც დღეს პრეზიდენტს გადავცემ“. დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.
ასევე ნახეთ
Reuters: პაუზის შემდეგ აშშ უკრაინას ისევ უგზავნის ზოგიერთი სახეობის იარაღსასევე ნახეთ
„დამქანცველი ხოცვა-ჟლეტა“ - დაიწყო თუ არა რუსეთის არმიის ზაფხულის შეტევა?რუბიომ დასძინა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „იმედგაცრუებულია იმით, რომ რუსეთის მხარემ მეტი მოქნილობა არ გამოიჩინა“ კონფლიქტის დასასრულებლად.
რუბიოსა და ლავროვის მოლაპარაკებები კუალა-ლუმპურში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ყოველწლიური რეგიონული ფორუმის ფარგლებში ჩატარდა. ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრების მეორე შეხვედრა, რომელიც რუბიოს მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ ჩატარდა, თუმცა მათ რამდენჯერმე ტელეფონითაც ისაუბრეს.