მარნეულში დაჭრილი მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი

საილუსტრაციო ფოტო

მარნეულის მუნიციპალიტეტში 16 წლამდე ასაკის ბიჭი დაჭრეს, ის მრავლობითი ჭრილობებით კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მომხდარის გამო დაკავებულია სრულწლოვანი კაცი.

მარნეულის რადიოს ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ყულარში მოხდა, მოზარდი ამჟამად მარნეულის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.