ზელენსკი: მივიღეთ კარგი სიგნალები უმაღლეს დონეზე აშშ-სგან და ევროპელი მეგობრებისგან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს განაცხადა, რომ "კარგი სიგნალები" მიიღო აშშ-დან და ევროპიდან.

პარასკევს ყოველდღიური ვიდეომიმართვა ზელენსკიმ სამხედრო დახმარების "ახალ მოწოდებებსა" და უკრაინაში იარაღის წარმოების გაზრდაზე საუბრით დაიწყო:

"უკვე გვაქვს კარგი შეთანხმებები და მოველით მეტის მიღწევას - მომდევნო კვირებში ვიმუშავებთ მათზე. სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თითოეული შეთანხმების განხორციელებას, რაც შეიძლება სწრაფად..."

ასევე ნახეთ მარკო რუბიო დონალდ ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრაზე: დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება... ვფიქრობ, ახლოვდება

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განახლდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება და უკრაინელი სამხედროები მომავალ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარგზავნილ გენერალ კით კელოგთან გააგრძელებენ ამ საკითხზე მუშაობას:

"მივიღეთ პოლიტიკური სიგნალები უმაღლეს დონეზე - კარგი სიგნალები, მათ შორის აშშ-დან და ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ყველა ანგარიშის თანახმად, დახმარების მოწოდება განახლდა. გავაგრძელებთ მუშაობას შემდეგ კვირაში ამერიკულ მხარესთან სამხედრო დონეზე, კერძოდ, ჩვენი სამხედროები იმუშავებენ გენერალ კელოგთან. ვამზადებთ აგრეთვე თავდაცვის ახალ ევროპულ პაკეტებს. მალე ველოდებით მძლავრ ნაბიჯებს, ამ ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ჩათვლით - ზეწოლამ შედეგი უნდა მოიტანოს".

გენერალი კელოგი 14 ივლისს ერთი კვირით ეწვევა უკრაინას.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთზე „მნიშვნელოვანი განცხადების" გაკეთებას აპირებს


ასევე ნახეთ „დამქანცველი ხოცვა-ჟლეტა“ - დაიწყო თუ არა რუსეთის არმიის ზაფხულის შეტევა?