„ვუჩივლეთ ოჯახმა და ადვოკატი და პასტა და ფურცელი მოიმარაგოს. [...] ნანულ, ოჯახშიდ კიდენა მეტნიცა ვაართ, მარა ამ ეტაპზე ეს იკმარე" - ინფორმაცია ცილისწამების ფაქტზე სასამართლოში შეტანილი საჩივრის შესახებ თავად წულუკიანმა გაავრცელა ფეისბუკის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ვრცელი პოსტით. ამ ტექსტში პოლიტიკოსი დამაკნინებლად იხსენიებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პატიმარ მიხეილ სააკაშვილს და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
წულუკიანის სარჩელი ეხება ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ის მოსარჩელის მამის, ავთანდილ წულუკიანის მსხვერპლებზე საუბრობს. თეა წულუკიანი ამბობს რომ ეს არასწორი ინფორმაციაა და იმ ხალხის ნახევარზე მეტი, ვინც ტელეწამყვანმა მამამისისგან დახვრეტილად წარმოაჩინა, ჯერაც ცოცხალია.
"ნანა ჟორჟოლიანს გამოქვეყნებული აქვს 20 პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი. ამ სიას აქ არ ვაქვეყნებ, რადგან, სავარაუდოდ, არაერთი მათგანი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, მათ შორის, განზრახ მკვლელობაში, გვამების დანაწევრებასა და ნაგავში გადაყრაში და ა.შ. მსჯავრდებული ხალხია წარსულში და მათ წარსულში ქექვა, ნანა-ნანუკა-ნანულა-ნანუჩიოსგან განსხვავებით, ჩემი საქმე არ არის.
ასევე ნახეთ ჩინოვნიკების გასაგონად „პირის ამყრალება“ აკრძალულია, პირიქით - არაუბრალოდ ვიტყვი, წარდგენილია საბუთები, რომ 15 პირი ცოცხალია დღესაც, 1 პირი მას მერე გარდაიცვალა, როცა მამაჩემი საიქიოში იყო უკვე, ზოგი მას მერე გარდაიცვალა, რაც საქართველომ სიკვდილით დასჯა გააუქმა, ერთის იდენტიფიცირება საერთოდ ვერ ხდება და ა.შ.
ახლა, საინტერესოა, ვინ მოკლა იმან და რაფერ ხთეფა ისე, ნანულ, რომ მე ვარ თურმე მკვლელის შვილი.
აღარ ვაპირებთ, რომ გავატაროთ. გეიგეე?
ნანუჩ, აბა, სილიკონის ტუჩები (და ისინიც) დაპრუწე და თქვი ...." - წერს ქართული ოცნების დეპუტატი ფეისბუკის გვერდზე. მისი ინტერპრეტაციით, როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი, ასევე ენმ-ს წევრი ქალი დეპუტატები სხვადასხვა დროს მის მამაზე ცრუ ინფორმაციებს ყოფილი პრეზიდენტის დავალებით ავრცელებდნენ და აცოცხლებდნენ.
"თეას ჩემი ტუჩები არ მოწონს" - ამ რეპლიკით ეხმაურება მის წინააღმდეგ სარჩელს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ავთანდილ ჟორჟოლიანი, რომელიც 2020 წელს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, სხვადასხვა დროს იყო პროკურორი და მოსამართლე. მან პროფესიული საქმიანობა 2000 წელს შეწყვიტა და პენსიაზე გავიდა.
2013 წლის შემდეგ, ქართულ მედიაში არაერთი სტატია იძებნება შემდეგი შინაარსის სათაურით: თეა წულუკიანის მამის განხილული საქმეები, რაზეც სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს - ყველა მათგანი ჯერაც ხელმისაწვდომია მკითხველისთვის ონლაინ რესურსებზე.