ანაკლიაში იახტკლუბის ნანგრევების ტერიტორიაზე კაცი დაიხრჩო, დაწყებულია გამოძიება

ფოტოილუსტრაცია

ანაკლიაში, ამორტიზებული იახტკლუბის ტერიტორიაზე 27 წლის კაცი დაიხრჩო.

ადგილობრივების მიერ გავრცელებული ცნობებით, ახალგაზრდა კაცი იახტკლუბის გავლით გადაადგილდებოდა

მომხდარი რადიო თავისუფლებას შსს-ში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.