მოსამართლის თქმით, არსებობს „ახალი დანაშაულის“ ჩადენისა და „მოწმეებზე ზემოქმედების“ რისკები.
დღეს საქალაქო სასამართლო დათაშვილის საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საკითხს განიხილავს - სამოქალაქო აქტივისტის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ უნდა შეწყდეს მასწავლებლის სისხლისსამართლებრივი დევნა, საპირისპიროს ამტკიცებს პროკურატურა.
ასევე ნახეთ ნინო დათაშვილის საქმე - ლაივბლოგი (07/08/2025)სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. მას მეორე დღეს, 21 ივნისს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძებად პატიმრობა შეუფარდა.
აქტივისტსა და პედაგოგს ბრალად ედება საჯარო მოხელეზე თავდასხმა იმ დროს, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ანუ, თუკი ნინო დათაშვილს ბრალი დაუმტკიცდა, მას, უკეთეს შემთხვევაში, დააჯარიმებენ, უარესში კი დააპატიმრებენ 4-დან 7 წლამდე.
საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარს. იმ დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებისა და პროევროპული აქციებისას დაკავებული აქტივისტების მორიგი სასამართლო სხდომა იმართებოდა.
ნინო დათაშვილს სწორედ ამ სხდომაზე უნდოდა დასწრება.
პროკურატურის განცხადების თანახმად, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ სხდომა უკვე მიმდინარეობდა, დარბაზში ადგილი აღარ იყო და დასწრებას ვეღარ შეძლებდა.
ვიდეოში, რომელიც საქმის მტკიცებულებაა, ჩანს, რა ხდება სასამართლოში, როგორ უწევდა დათაშვილი წინააღმდეგობას მანდატურებს, როდესაც ის სასამართლოდან ძალით გაჰყავდათ.
4 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი იძულებით ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. დათაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის მისი დისკრედიტაციის მცდელობა და დევნის გაგრძელება.
ასევე ნახეთ „ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა“ - ნინო დათაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებს