განათლების სამინისტრო „მასწავლებლის ეროვნული დღის“ შესახებ ვიდეორგოლებში 698 600 ლარს დახარჯავს. კომპანია, რომელიც დაკვეთას ტენდერის გარეშე შეასრულებს, უკვე შერჩეულია - შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ხელშეკრულება უნდა დაიდოს შპს „სტუდია მეტროსთან“.
698 600 ლარად უნდა მომზადდეს სამი ვიდეორგოლის კონცეფცია და ორი ვიდეორგოლი გადაიღონ.
ანგარიშ-ფაქტურა
საქართველოში „მასწავლის დღე“ 27 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღეს საქართველოს მასშტაბით გამოავლენენ საუკეთესო მასწავლებლებს, რომლებსაც გადაეცემათ ეროვნული პრემია - ფულადი ჯილდო და სამკერდე ნიშანი. ჯერ ცნობილი არ არის, რა თანხა დაჯდება დაჯილდოების ღონისძიება, რომელშიც გასულ წელს 519 557 ლარი დაიხარჯა.