აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით, ბაქო უკრაინას გაუწევს 2 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე ალიევსა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიის მიერ დღეს, 11 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ ხელმოწერილი განკარგულება ითვალისწინებს ფინანსთა სამინისტროს მიერ ამ თანხის გამოყოფას ენერგეტიკის სამინისტროსთვის, რომელიც აზერბაიჯანში წარმოებულ ელექტროდანადგარებს შეიძენს და უკრაინაში გაგზავნის.
ასევე ნახეთ ბაქომ შესაძლოა, გააუქმოს ემბარგო უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე8 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა უკრაინის ოდესის ოლქში დრონებით შეუტიეს აზერბაიჯანული კომპანია „სოკარის“ ნავთობის ბაზას.
10 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკიმ ალიევს და აზერბაიჯანელ ხალხს მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მონაწილეობით სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა.
ზელენსკიმ და ალიევმა განიხილეს შეერთებულ შტატებთან და ევროპის ქვეყნებთან კომუნიკაცია და მთავარი პრინციპები, რომლებსაც მშვიდობის მოახლოება შეუძლია და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხები.
ასევე ნახეთ ტრამპმა, ფაშინიანმა და ალიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „ტრამპის მარშრუტსა“ და მშვიდობის დამყარებაზებოლო ხანს აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაუარესდა.
2024 წლის დეკემბერში აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ავიადისპეტჩერებმა არ მიიღეს და ყაზახეთისკენ გაუშვეს.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ზემოქმედებით იყო დაზიანებული და კატასტროფა ამის გამო განიცადა. დაიღუპა 38 ადამიანი.
ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა 2025 წლის ივნისში, რუსეთში ეთნიკური აზერბაიჯანელების წინააღმდეგ მსხვერპლის გამომწვევი რეიდების გამო.
ასევე ნახეთ ზელენსკიმ ალიევს სამძიმარი გამოუცხადა რუსეთში ორი აზერბაიჯანელის დაღუპვის გამო ასევე ნახეთ კრემლში განაცხადეს, რომ მოსკოვისა და ბაქოს ურთიერთობებში „რთული პერიოდია“