ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან აძევებს რუს დიპლომატს

ესტონეთში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი დიმიტრი პრილეპინი

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 13 აგვისტოს ტალინში, რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი, დიმიტრი პრილეპინი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მან ქვეყანა უნდა დატოვოს.

ესტონეთის ხელისუფლების განცხადებაში ნათქვამია, რომ დიპლომატი მონაწილეობდა ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და სამართლებრივი სისტემის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, საზოგადოების გახლეჩასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულების ხელშეწყობაში.

ასევე ნახეთ ზარი ალასკიდან - რის თქმას აპირებს ტრამპი ზელენსკისთვის, ევროპელებისთვის

„გაძევება - მკაფიო სიგნალია: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს კოორდინირებული და ორგანიზებული ქმედებების ადგილი არ იქნება“, - მოჰყავს ERR-ს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას სიტყვები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსეი ფადეევმა, განაცხადა, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებზე მუშაობს მომხდართან დაკავშირებით და გაძევებას „მტრული აქტი“ უწოდა.

ასევე ნახეთ აივ ინფექციის ეპიდემია რუსულ ჯარში - გადმოლახავს საქართველოს საზღვარსაც?
ასევე ნახეთ როგორ იყიდა ამერიკამ ალასკა რუსეთისგან? დაუჯერებელი გარიგების ისტორია