გარდაიცვალა რისმაგ გორდეზიანი, ქართველი მეცნიერი, ელინისტი, აკადემიკოსი

რისმაგ გორდეზიანი

85 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ელინისტი, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი. ინფორმაციას ამის შესახებ აქვეყნებს ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალი „არილი“.

რისმაგ გორდეზიანი არის ავტორი რამდენიმე წიგნისა: კლასიკური ფილოლოგიის შესავალი; მითების სიბრძნე; ბერძნული ლიტერატურა; ძველი და ახალი ბერძნული ენა; წინაბერძნული და ქართველური.

რისმაგ გორდეზიანი 1940 წლის 9 ივნისს დაიბადა. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ის სხვადასხვა დროს იყო ამავე უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი; პროფესორი; ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო პრემია, ღირსების ოდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.