ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა 16 აგვისტოს განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს განზრახვა, „უახლოეს დროში დაასრულოს ომი უკრაინაში, თუმცა აშშ-ის აქვს ძალა, რუსეთი აიძულოს, დათანხმდეს სერიოზულ მოლაპარაკებას”.
Reuters- მოჰყავს კალასის სიტყვები: „პრეზიდენტ (დონალდ) ტრამპის გადაწყვეტილება, მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია... პუტინი აგრძელებს მოლაპარაკებების გაჭიანურებას და იმედოვნებს, რომ ეს გაუვა. მან ანკორიჯი ყოველგვარი ვალდებულების აღების გარეშე დატოვა“, - ნათქვამია კალასის განცხადებაში.
„აშშ-ს აქვს ძალაუფლება, აიძულოს რუსეთი სერიოზულად მოლაპარაკებაზე. ევროკავშირი იმუშავებს უკრაინასთან და აშშ-თან“, - დასძენს ესტონელი პოლიტიკოსი.