ამ გადაწყვეტილებით ტრამპმა გააუქმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომელიც კოსმოსური სამეთაურო შტაბის კოლორადოში მუდმივად დატოვებას გულისხმობდა - თავის დროზე ბაიდენმა გააუქმა ტრამპის 2021 წლის გადაწყვეტილება სამეთაურო შტაბის ალაბამაში გადატანის შესახებ. თავდაპირველად შტაბი კოლორადოში დროებით განათავსეს, როცა 2019 წელს შეიქმნა აშშ-ის სამხედრო კოსმოსური პროგრამა.
ალაბამის სენატორი ტომი ტუბერვილი და შტატის სხვა ლიდერები მოითხოვდნენ კოსმოსური სამეთაურო შტაბის ალაბამაში მუდმივად განთავსებას და ამის გამო უპირისპირდებოდნენ ბაიდენის ადმინისტრაციას.
ასევე ნახეთ ტრამპი, პუტინი, ზელენსკი: როგორ ხედავს მოვლენებს „ოცნება“ და რატომ მოსწონთ ეს პოზიცია მოსკოვშიტრამპის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია მცდარად შეეწინააღმდეგა მის ადრინდელ გადაწყვეტილებას.
"ჩვენ კოსმოსურ რბოლაში ჩამოვრჩებით ჩინეთსა და რუსეთს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა 2 სექტემბერს.
2022 წელს მთავრობის ანგარიშვალდებულების ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ალაბამაში სწორედ ჰანტსვილს მიენიჭა უპირატესობა ხუთ სხვა ადგილმდებარეობას შორის. თუმცა ბაიდენმა 2023 წელს არჩია კოსმოსური სამეთაურო შტაბი კოლორადოში დაეტოვებინა, რაც მომხრეთა შეფასებით, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო სამხედრო მზადყოფნისთვის.
ასევე ნახეთ “პუტინზე შთაბეჭდილების მოსახდენად დადგმული ლაზერ-შოუ” - ვოლოდიმირ დუბოვიკი ალასკის სამიტის შედეგებზე