„ოცნების“ შტაბთან აქციიდან ერთი ადამიანი „განარიდეს“ [განახლებული]

საუბარია აქციის მონაწილე ზურაბ აბაევზე.

დღეს საღამოს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, დემონსტრაციის პარალელურად თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან აქციის მიმდინარეობისას ერთი მოქალაქე პოლიციელებმა გაიყვანეს.

დაზუსტება: ინფორმაცია განახლდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრისგან მიღებული პასუხით. შსს-ის ცნობით, მოქალაქე არ არის დაკავებული.

როგორც ადგილიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, აქციის ეს მონაწილე იყო ზურაბ აბაევი.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, რომ შსს-ს არავინ დაუკავებია და მოქალაქე პოლიციამ ვითარებას განარიდა.

მანამდე რადიო თავისუფლებას უწყებაში დაუდასტურეს, რომ საარჩევნო შტაბთან სარეკლამო ბანერების დაზიანებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის წესით დაიწყო გამოძიება.

ასევე ნახეთ კალაძის საარჩევნო შტაბთან კვლავ დაიწყო საპროტესტო აქცია
ასევე ნახეთ კალაძის შტაბთან ბანერების დაზიანებაზე შსს-მ სისხლის სამართლის წესით დაიწყო გამოძიება