მოსამართლე ცეკვავამ 20 დღიან პატიმრობაში გაუშვა აქტივისტი ისაკო დევიძე

ისაკო დევიძე თბილისში, რუსთაველის გამზირზე დააკავეს.

მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, 20-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივის ისაკო დევიძეს, რომელიც პარლამენტთან 23-24 სექტემბრის ღამეს დააკავეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 25 სექტემბერს გამოცხადდა.

პოლიციამ აქტივისტს ბორკილები თბილისში, რუსთაველის გამზირზე „კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის“ დაადო. მოგვიანებით რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მას პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობასთან ერთად (მუხლი 173), ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კიდევ ერთი მუხლის (166) დარღვევასაც ედავებიან.

ასევე ნახეთ პარლამენტთან აქტივისტი ისაკო დევიძე დააკავეს

23 სექტემბერს მე-300 დღე შესრულდა საქართველოში პროევროპული დემონსტრაციების დაწყებიდან. მოთხოვნები უცვლელია: ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და დემონსტრაციებზე დაკავებულების გათავისუფლება.

10 თვეზე მეტია, საქართველოში პროტესტი არ წყდება - გასული წლის 28 ნოემბერს დედაქალაქში ათიათასობით ადამიანი შეკრიბა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

ასევე ნახეთ

აქტივისტი ისაკო დევიძე 5 ათასი ლარით დააჯარიმესაქტივისტი ისაკო დევიძე 3500 ლარით დააჯარიმესრვადღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვეს ისაკო დევიძემ და დავით წოწორიამმოშიმშილე დემონსტრანტი ისაკო დევიძე იზოლატორიდან კლინიკაში გადაჰყავთ - ადვოკატიაქციაზე დაკავებული აქტივისტი ისაკო დევიძე მშრალ შიმშილობას აცხადებს„მუშტებისგან ლამის თავი გამისკდა“: ვინ არიან აქციაზე წუხელ დაკავებულები - სია