თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდადებულების, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
მოსამართლეთა პალატამ ძალაში დატოვა როგორც მიხეილ სააკაშვილისთვის მისჯილი 8-წლიანი პატიმრობა, ისე თეიმურაზ ჯანაშიასთვის დაკისრებული 300 000-ლარიანი ჯარიმა.
ორივე მსჯავრდადებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს (ე.წ. პიჯაკების საქმე).
ე.წ. პიჯაკების საქმეზე, 2025 წლის 12 მარტს მიხეილ სააკაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ამის შემდეგ, თანხის ამოღების მიზნით, ფინანსთა სამინისტრომ წამოიწყო სამოქალაქო დავა ფულის გაფლანგვის საქმეზე, რომლის ოდენობაც, მათი მტკიცებით, 9 მილიონ ლარამდეა.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაეკისრათ29 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს სამოქალაქო სარჩელი და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდადებულ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა.
ასევე ნახეთ ექსპრეზიდენტის 5 საქმე და 4 საპატიმრო განაჩენისააკაშვილის შეფასებით, დღევანდელ ე.წ სასამართლოს ჰქვია 4 ოქტომბრით შეშინებული ქართველი ხალხით „დამანდრაჟებული“ კრიმინალური „კლანის“ მორიგი საცირკო წარმოდგენა.
მისი სიტყვებით, სასჯელს უსჯიან იმაში, რაც მისი საკონსტიტუციო მოვალეობას იყო - "წარედგინა ქვეყანა უცხოეთში".
"არც ის არაა შემთხვევითი, რომ განზრახული აქვთ ჩემი საყვარელი ვენახის და იქ მდგომი 70კვ. მეტრი სახლის ჩამორთმევა. ამ სახლის ხელა ამ კორუმპირებული ბანდის თითოეულ წევრს ტუალეტები აქვთ ქართველებისგან მოპარული ფულით აშენებულ სასახლეებში", - თქვა სააკაშვილმა.
"ყვარელს თქვენთვის დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს ვენახი გახდა რუსული ღვინის ემბარგოს მიმართ წინააღმდეგობის ცენტრი, სწორედ ამ ვენახში ტარდებოდა უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური მოლაპარაკებები. იქ საწნახელში იდგნენ ამერიკელი სენატორები, რომელთაც ქართულ ღვინოს „თავისუფლების სასმელი“ უწოდეს, პრეზიდენტები, პრემიერები, მინისტრები და მონაკოს პრინცი.
ამ ვენახის ჩამორთმევა, ისევე როგორც მთლიანად ეს სამარცხვინო სასამართლო პროცესები ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს - შურისძიებას იმის გამო, რომ მე დავამარცხე კორუფცია საქართველოში, შემდეგ სერიოზულად შევავიწროვე იმავენაირი კორუფცია უკრაინაში და საერთოდ ვითვლები მსოფლიოს მასშტაბით კორუფციასთან და კრიმინალთან ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მებრძოლად“, - თქვა სააკაშვილმა.