გარდაცვლილი გოგობერიშვილი თბილისში, ავტოფარეხში იპოვეს - გამოძიება არ აკონკრეტებს, როდის ნახეს ის გარდაცვლილი.
IPN-ს ინფორმაციით, გოგობერიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.
დავით გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები რამდენიმე თვის წინ დატოვეს. მათ გადადგომას „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდადებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებდნენ.
ასევე ნახეთ გიორგი ბაჩიაშვილმა ცემის ინსცენირებაზე პენიტენციური სამსახურის ეჭვებს უპასუხაბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 14 ივლისს, "TV პირველმა" გაავრცელა.
"ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ბაჩიაშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.
ამავე დღეს განცხადება გაავრცელა გიორგი ბაჩიაშვილმაც, რომელშიც დეტალურად აღწერდა მასზე თავდასხმას და ამბობდა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება მის დაშინებას და ქონების იძულებით წართმევას ისახავდა მიზნად.
ასევე ნახეთ ბაჩიაშვილის საქმე: გატაცების ვერსია და კალაძის წინააღმდეგობრივი განცხადება