საღამოს 10 საათისთვის დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ექვსი დემონსტრანტის სასამართლო პროცესი.
ბრალდებულები არიან: გოჩა ყატაშვილი, საბა კორძაია, სულხან აბრალავა, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი კირვალიძე და ნანა სანდერი.
მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ერთ-ერთი მათგანი, ნანა სანდერი დარბაზიდან გააძევა.
საფუძველი სანდერის ადგილიდან ხმამაღალი რეპლიკები გახდა.
„აქ არ სრულდება ცხოვრება“, „შენ არ გეგონოს შენი თავი ლეგიტიმური“ - ხმამაღლა დაუძახა სანდერმა მოსამართლეს.
მანამდე, სანდერს გვიანობამდე არ ჰყავდა ადვოკატი, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ მას ნიკოლოზ ბოლქვაძე დაიცავს.