გუშინ, 10 ოქტომბერს, დავით ჯანდიერმა დაწერა, რომ მასთან იმყოფებოდნენ სუსის გამომძიებლები, რომლებმაც გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მისგან უარი მიიღეს.
"ვუთხარი რომ თანახმა ვარ მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხო. უბრალოდ შოკში ვარ", - დაწერა ადვოკატმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე.
ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე, სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დავით ჯანდიერი იყო გიორგი ბაჩიაშვილსა და პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს, შორის არსებული სავარაუდო გარიგების შუამავალი.
სუსის ვერსიით, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა „პირადმა ფინანსისტმა“ გიორგი ბაჩიაშვილმა ციხეში საკუთარი თავის ცემის ინსცენირება დაგეგმა.
ამ საქმის გამო იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან ორი მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს.
მათგან ერთი, „გლდანის ციხის“ ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი 7 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს.
მეორეს, პენიტენციური სამსახურის დირექტორის ყოფილ მოადგილე გიორგი ქემოკლიძეს, 9 ოქტომბერს ბრალი წაუყენეს.
ასევე ნახეთ "მგონია, სიზმარში ვარ" - ბაჩიაშვილის ცემის იმიტაციის ბრალდებით დაკავებულ პენიტენციურის მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდადავით ჯანდიერი აცხადებს, რომ ეს არის წარმოუდგენელი და აბსოლუტურად გაუგებარი რამ და რომ საბჭოთა კავშირის მერე არ არსებობს პრეცედენტი, რომ ადვოკატი კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით დაებარებინოთ ამ სტატუსით:
„ჯერ ერთი, ძნელად დასაჯერებელია, რომ ასეთი რამ ციხიდან გააკეთოს ადამიანმა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ საქმეზე მე ვარ მოწმედ დაბარებული, ეს საერთოდ სრული შოკია. ასეთი ჩარევა შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც ზემოქმედება“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა, რომელსაც მხარდაჭერა არაერთმა კოლეგამ გამოუცხადა.
ასევე ნახეთ ციხის ყოფილი უფროსის ბუნდოვანი სიკვდილი - რა შეიძლება მომხდარიყო და რატომ?