ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად ისრაელის არმიის მხრიდან სროლას პალესტინელები ემსხვერპლნენ

ღაზის საავადმყოფომ განაცხადა, რომ მან მიიღო 45 პალესტინელის ცხედარი, რომლებიც მას ისრაელმა გადასცა.

ღაზაში 14 ოქტომბერს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელმა დრონით თავდასხმა განხორციელდა. პალესტინის საინფორმაციო სააგენტო Wafa-ს ცნობით, ქალაქ ღაზის შეჯაიას რაიონში დრონებით თავდასხმას სამი პალესტინელი ემსხვერპლა.

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი ისრაელის პოზიციებს მიუახლოვდა და ჯარისკაცებს “საფრთხე შეუქმნა”, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა იყო. რაკი განმეორებითი მოთხოვნის მიუხედავად უკან არ დაიხიეს, მათ ცეცხლი გაუხსნეს.

ამავდროულად, ისრაელმა ჰამასს (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) შეთანხმების შესაბამისად დარჩენილი 24 დაღუპული მძევლის გადაცემა მოსთხოვა.

ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი, მათ შორის, ნეპალელი სტუდენტის ცხედარია გადაცემული, მათი ვინაობა ისრაელის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტმა დაადასტურა.

ღაზის საავადმყოფომ განაცხადა, რომ მან მიიღო 45 პალესტინელის ცხედარი, რომლებიც მას ისრაელმა გადასცა. ეს აქტიც ღაზაში ომის დასრულების ტრამპისეული გეგმის ნაწილია.

ასევე ნახეთ

ტრამპმა შუააღმოსავლური ტურნე დაასრულა - "ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გვაქვს მშვიდობა შუა აღმოსავლეთში"ტრამპი: დიდი და შესანიშნავი დღეაჰამასმა გაათავისუფლა ცოცხლად დარჩენილი ყველა მძევალიგაერო ღაზის სექტორის ყველა საზღვრის გახსნას მოითხოვსისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევალთა გათავისუფლების შეთანხმებას