ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პენტაგონმა და დააზუსტა, რომ ჰეგსეთი უსაფრთხოდაა.
„თვითმფრინავი სტანდარტული პროცედურით დაეშვა ხმელეთზე და თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი, მდივან ჰეგსეთის ჩათვლით, უსაფრთხოდ არის“ - დაწერა X-ზე პენტაგონის სპიკერმა შონ პარნელმა.
ფრენების ტრეკერი აჩვენებს, რომ თვითმფრინავი C-32A (მოდიფიცირებული ბოინგ-757), რომელშიც ჰეგსეთი იმყოფებოდა და რომელიც ბრიუსელიდან აფრინდა, 15 ოქტომბერს, საღამოს 7:07-ზე ინგლისში, ინგლისში მილდენჰოლის ბაზაზე დაეშვა.
პირველად არ ხდება, რომ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავს, რომელზეც მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ, მექანიკური პრობლემები აღმოაჩნდა. მიმდინარე წელს, აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავს, რომელშიც სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმყოფებოდა და მიუნხენში მიფრინავდა, იძულებული გახდა ვაშინგტონში მიბრუნებულიყო მექანიკური პრობლემის გამოვლენის გამო.
ასევე ნახეთ მიუნხენისკენ მიმავალი რუბიო ვაშინგტონში დაბრუნდა თვითმფრინავში ტექნიკური ხარვეზის გამო