სამინისტრო მოუწოდებს „აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს“, „არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ მოახდინონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება“.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს აცხადებს, რომ „მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს“.
სადავო პარლამენტმა 2 დღეში მიიღო ცვლილებების მორიგი პაკეტი, რომელსაც წუხელ, 16 ოქტომბერსვე, მოაწერა ხელი მიხეილ ყაველაშვილმა.
ასევე ნახეთ პატიმრობით ისჯება აქციაზე ნიღაბი, გზის გადაკეტვა, პიროტექნიკის ქონა - „ოცნებამ“ კანონპროექტი მიიღოაქციებზე დადგენილი წესების დარღვევა ახლა უკვე სისხლის სამართლის წესითაც გახდა დასჯადი და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერის შემდეგ, კანონი გამოქვეყნდა "საკანონმდებლო მაცნეში" და ძალაშიც შევიდა.
უკვე მოქმედი ცვლილებებით, ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული:
- აქციაზე ნიღბის ტარებისთვის;
- ცრემლმდენი საშუალების ფლობისთვის;
- გზის გადაკეტვისთვის.
2024 წლის 28 ნოემბრიდან რუსთაველის გამზირს საღამოობით დემონსტრანტები კეტავენ. 4 ოქტომბრის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები რუსთაველზე მიმდინარე დემონსტრაციებს „უკანონოს“ უწოდებენ.
ასევე ნახეთ ყაველაშვილმა დღესვე მოაწერა ხელი გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ მორიგ ცვლილებებს