- გიორგი მოდებაზე 2024 წლის ნოემბრიდან ამ დრომდე მუშაობდა „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრის მოადგილედ;
- უფრო ადრე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი, სამდივნოს უფროსი და უფროსი სპეციალისტი.
ის 1987 წლის 11 დეკემბერს დაიბადა.
საკონსტიტუციო სასამართლო 9-წევრისგან არის დაკომპლექტებული. მათგან სამს პარლამენტი ნიშნავს, სამს - პრეზიდენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.
პრეზიდენტის მიერ დანიშნული სამი წევრიდან ერთმა, ირინე იმერლიშვილმა, 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე 11 თვით ადრე დატოვა თანამდებობა. ის მოსამართლედ 2016 წლის 12 სექტემბრიდან მუშაობდა.
„ქართული ოცნება“ უახლოეს პერიოდში გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვისა და მასთან დაკავშირებული პირებისათვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ სარჩელით.
ეს სარჩელი მზადდება „ქართული ოცნებით“ დომინირებულ პარლამენტში თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მოქმედი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
ასევე ნახეთ „ოცნება“ ოპონენტების მასობრივ აკრძალვას იწყებს - რას ამბობს კონსტიტუცია ამ გეგმაზე ასევე ნახეთ წულუკიანი ამბობს, რომ კომისიის დასკვნას "ნაცმოძრაობისთვის" პოლიტიკური საქმიანობის ასაკრძალად გამოიყენებენ ასევე ნახეთ თუ საკონსტიტუციო პარტიას გააუქმებს, წევრებს პოლიტიკაში ყოფნას აუკრძალავენ - „ოცნებამ“ კანონპროექტი მიიღოირინე იმერლიშვილმა 2024 წელს მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, - რასაც „ქართული ოცნება“ ითხოვდა; მოგვიანებით მან მხარი დაუჭირა სასამართლოს პოზიციას, არ მიეღო წარმოებაში არჩევნების შესახებ ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების სარჩელები.
ასევე ნახეთ იმერლიშვილი განმარტავს, რატომ დაეთანხმა არჩევნებზე საკონსტიტუციო სარჩელების არმიღებას