17-დან 11 დემონსტრანტს პატიმრობა შეუფარდეს, 6-ის სასამართლო გადაიდო

ბოლო სასამართლო სხდომა ნაშუაღამევს, 00:20 საათზე დაიწყო, თუმცა ათ წუთში გადაიდო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 ოქტომბერს „გზის გადაკეტვისა“ და სხვა ადმინისტრაციული გადაცდომების საფუძვლით დაკავებული 17 დემონსტრანტის საქმე განიხილა და პატიმრობა შეუფარდა 11 მათგანს. დანარჩენი ექვსის სასამართლო სხდომები გადაიდო.

პატიმრობა შეუფარდეს დღეს, 23 ოქტომბერს დაკავებულებს. ესენი არიან:

  1. 64 წლის ლია მუშკუდიანი - მოსამართლე კობა ჩაგუნავა - 3 დღე (მოსამართლემ თქვა, რომ ასაკი გაითვალისწინა);
  2. პოლიტიკური აქტივისტი კახაბერ კვეკვესკირი - მოსამართლე კობა ჩაგუნავა - 14 დღე;
  3. რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი ბელიკოვი - მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი - 14 დღე და საქართველოდან გაძევება 2 წლით. მას რუსეთში დეპორტაცია ემუქრება.
ასევე ნახეთ რუსეთის მოქალაქე ბელიკოვს 2-კვირიანი პატიმრობა და დეპორტაცია შეუფარდეს - ის 2 წელს ვერ შემოვა საქართველოში

რაც შეეხება დანარჩენ 14 დემონსტრანტს, რომლებიც წინა დღეს, 22 ოქტომბერს, დააკავეს და რომელთა სასამართლოებიც 23-ში დაინიშნა:

  • რვა მათგანს პატიმრობა შეუფარდეს;
  • ექვსის პროცესი გადაიდო.
ასევე ნახეთ „ვიღაცები გაგყავთ, ანუ გზაზე დგახართ“ - ვაჟა გაფრინდაშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს | რეპორტაჟი სასამართლოდან

პატიმრობა შეეფარდათ შემდეგ დემონსტრანტებს:

  • ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი - მოსამართლე ზვიად ცეკვავა - 7 დღე;
  • აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი - მოსამართლე ზვიად ცეკვავა - 14 დღე.
ასევე ნახეთ „გზის გადაკეტვისთვის“ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
  • ლორენა ბერია - მოსამართლე კობა ჩაგუნავა - 4 დღე;
  • ნეკა ნათელაშვილი - მოსამართლე ნინო ენუქიძე - 6 დღე;
  • მარია ტალიაშვილი - მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი - 4 დღე;
  • ლუკა გოგია - 14 დღე;
  • შაკო ბაღდოშვილი - 14 დღე;
  • ნიკოლოზ შურღაია - 14 დღე.

დემონსტრანტები, რომელთა სასამართლო პროცესებიც გადაიდო, მანამდე კი დარბაზიდან გაათავისუფლეს:

  • ნინი ნაჭყებია;
  • თამუნა გიორგაძე;
  • გიორგი ელიაშვილი;
  • იოსებ ხეოშვილი;
  • თეონა ტალახაძე;
  • დავით ასანიძე.

გასულ კვირაში „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში მიიღო კანონები, რომლებმაც კიდევ უფრო შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება - აქციაზე პირბადის გაკეთება ან გზის გადაკეტვა ისჯება 15 დღემდე პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში - 1 წლამდე პატიმრობით.

ასევე ნახეთ „გზის გადაკეტვისთვის“ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს