ამ დღეს კვიტატიანი საპროტესტო აქციაზე გადაკეტილ რუსთაველზე პარტია "დროას" ლიდერთან, გიგა ლემონჯავასთან ერთად იდგა დემონსტრაციულად.
ლემონჯავა 24 ოქტომბერს დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში.
ამ დღეს, სანამ დემონსტრანტებს და პოლიტიკოსებს დააკავებდნენ, პროსახელისუფლებო მედია "პოსტვ"-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია აქციაზე დაკავებული პოლიტიკოსების შესახებ - ისინი იმ ან მომდევნო დღეებში მართლაც დააკავეს, თუმცა "პოსტვ"-ის მიერ ამ ინფორმაციის გამოქვეყნებისას უმეტესობა დაკავებული არ იყო.
"პოსტ ტვ"-ის სიაში იყო ნიკა კვიტატიანიც, რომელიც დაკავების წინა საღამოს კითხულობდა, მისი პატიმრობის ათვლა "ამ ქარდის გამოქვეყნებიდან" ითვლება თუ არა.
განახლება: მოსამარლე მანუჩარ ცაცუამ ნიკა კვიტატიან 3 -დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მას 23 ოქტომბერს, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, რასაც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 -ე მუხლის მე-10 ნაწილი.