„ჩვენი პარლამენტი შემოსვლა არ ნიშნავს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის მიცემას ან არმიცემას. ეს ნიშნავს რეალობისთვის თვალის გასწორებას...“ - ამბობს გიორგი შარაშიძე.
მისი თქმით, სადავო პარლამენტს, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა მოუხსნა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირების შესახებ „ტოტალურმა კამპანიამ“.
„მისასალმებელია, მართალია, დაგვიანებით, ერთი წლის თავზე, თუმცა ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, პარტიამ აღიარა ხალხის ნება, აღიარა დემოკრატია და შეუდგა სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას... სამწუხაროა, რომ ზოგმა პარტიამ დაიწვა უკანდასახევი ხიდები, შეიძლება დღეს უნდოდეთ პარლამენტში ყოფნა, მაგრამ ამის შესაძლებლობა თავადვე მოუსპეს... “ - თქვა შალვა პაპუაშვილმა, სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე, რომელსაც პირველად ესწრებიან „გახარია საქართველოსთვის“ წევრები.
ასევე ნახეთ „ოცნება“ სარჩელით ენმ-ის, „ლელოსა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ აკრძალვას ითხოვსგიორგი გახარიას პარტია 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს. სწორედ ამ მიზეზით „გახარია საქართველოსთვის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო - ძლიერი საქართველო“ უარს ამბობდნენ საპარლამენტო საქმიანობაზე. გახარიას პარტიისგან განსხვავებით, დანარჩენმა სამმა პარტიამ სადეპუტატო მანდატები შეიჩერა და ე.წ. სათადარიგო სიები გაიუქმა. მათ პარლამენტში წარმომადგენლები არ ჰყავთ.