სადავო პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი დღეს, 3 ნოემბერს, მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა სიას ორგანიზაციისა "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 34-კაციას სიაში მოხვდა. ეს სია ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის თანახმად, ამ ორგანიზაციის "სიტყვები ნაკლებად დამაჯერებელია საერთოდ რამესთან დაკავშირებით". ამასთან, მისი თქმით, "რასაც ვერ აკონტროლებს "დიპ სტეიტი", ის არის მიუღებელი და ასეთი ორგანიზაციების გამოყენებით ხდება პროპაგანდისტული კამპანიების აწევა".
ასევე ნახეთ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის სიაში მოხვდა"ამ სიჩქარეში ვერ გადაამოწმეს ან გამორჩათ, რომ საუბრობენ თითქოს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასულია. ამ დროს არის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, არ მგონია, ეს ნიშნავდეს პოლიტიკიდან გასვლას. ძველი ინფორმაციით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით", - თქვა პაპუაშვილმა.
ამ კონტექსტში, საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი მან ონლაინმედიების კრიტიკას დაუთმო, გამოცემებს, "ნეტგაზეთსა" და"პუბლიკას" "შეუმდგარი პროტესტის პროპაგანდისტები" უწოდა. (იგულისხმება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციები, სადაც ხელახალ საპარლამენტო არჩევნებსა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ და რომელთა დასასრულებლადაც "ქართულმა ოცნებამ" გაამკაცრა გამოხატვის თავისუფლებისა და დემონსტრაციების კანონმდებლობა.)
ხანგრძლივად ისაუბრა რადიო თავისუფლებაზე და მას უწოდა "ამერიკის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი და ამერიკის სპეცსამსახურების პროდუქტი", რომელიც ახლა, მისი შეფასებით, "პირდაპირ გადაიბარა ბრიუსელმა და ევროპულმა დაფინანსებამ".
"ამას რომ არ იმჩნევს ("რეპორტიორები უსაზღვრებოდ". რედ. ), რომ სპეცსამსახურების მიერ შექმნილი მედია არის დღეს ევროკავშირის მოქალაქეების მიერ დაფინანსებული, აქ რა ობიექტურობაზე შეიძლება იყოს საუბარი", - თქვა პაპუაშვილმა.
იმის მაგალითად, თუ როგორ იყენებს "ბრიუსელი პროპაგანდისთვის" რადიო თავისუფლებას, მან მოიყვანა ორგანიზაციის ევროპის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი.
"ზუსტად ამ სპეცსამსახურების პროდუქტის, რადიო თავისუფლების, ჟურნალისტი გახლავთ ბატონი იოზვიაკი, რომელიც რატომღაც სასწაულებრივად იგებს ხოლმე ყველაზე ექსკლუზიურ ინფორმაციას ევროკომისიის სხვადასხვა დერეფნებიდან. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივად დაფინანსებული სპეცსამსახურების პროდუქტი, პროპაგანდისტული მედია, რომელსაც იყენებს ბრიუსელი პროპაგანდისთვის", - თქვა პაპუაშვილმა.
"როცა შუაგულ ევროკავშირში ევროკავშირის მოქალაქეები ფულით აფინანსებენ ამერიკული სპეცსამსახურების პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს, რადიო თავისუფლებას, ევროპელების ფულით და ამაზე ხმას არ იღებს რომელიმე ორგანიზაცია, რომელიც მედიასთან დაკავშირებით ანგარიშებს წერს, თავად აჩვენებს, რომ ისინიც ნაწილი არიან "დიპ სტეიტის" წრისა".
სადავო პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებით, "იმაზე დიდი სკანდალი რა შეიძლება იყოს", როცა "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" ხმას არ იღებს იმაზე, რომ "ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ბატონმა ტრამპმა უარი თქვა რადიო თავისუფლების დაფინანსებაზე, მათ შორის ამერიკის ხმის დაფინანსებაზე, როგორც პროპაგანდის ინსტრუმენტებისა, რომელზეც არ უნდა, რომ იხარჯებოდეს ამერიკის მოქალაქეების ფული და ამის შემდეგ როგორც ბევრი სხვა საკითხი, "დიპ სტეიტმა" გადაიბარა, ევროკავშირის მხრებს აჰკიდა და დღეს ფინანსდება ამერიკის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი პროპაგანდისტული მედია, რადიო თავისუფლება, ევროპელი გადასახადის გადამხდელების მიერ".
ასევე ნახეთ პაპუაშვილი დანიგანს "გადამდგარ ელჩს" უწოდებს და მის ინტერვიუზე რადიო თავისუფლებასთან "კომენტარის აზრს ვერ ხედავს"ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც შალვა პაპუაშვილი რადიო თავისუფლებას პროპაგანდისტულ მედიას უწოდებს და აცხადებს, რომ მისი დაფინანსება ბრიუსელმა გადაიბარა. რაც არაა მართებული.
აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) დროებითმა მმართველობამ მარტში გამოაცხადა, რომ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას გაუყინა თანხა კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსებიდან, დაახლოებით 77 მილიონი დოლარი.
ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 14 მარტს გამოცემული განკარგულება, შეამციროს შვიდი ფედერალური სააგენტო, მათ შორის USAGM, რომელიც ზედამხედველობას უწევს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას, ამერიკის ხმას და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
რადიო თავისუფლებამ და ამერიკის ხმამ სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის დამოუკიდებელი მედიაკორპორაცია, რომელიც 1953 წელს დაარსდა და აშშ-ის კონგრესის მიერ ფინანსდება გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ყოველკვირეული აუდიტორიაა თითქმის 50 მილიონი ადამიანი 23 ქვეყანაში.
Your browser doesn’t support HTML5
#1. როგორ შეიქმნა რადიო თავისუფლება
რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა მაუწყებლობა 1953 წლის 18 მარტს დაიწყო.
ევროკავშირს და რამდენიმე წევრ ქვეყანას ჯერჯერობით მხოლოდ გამოთქმული აქვთ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას(RFE/RL) ფინანსური მხარდაჭერის სურვილი.
ევროკავშირმა ერჯერადად 5,5 მილიონი ევროს მოკლევადიანი, საგანგებო დახმარება შესთავაზა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას(RFE/RL).
ასევე ნახეთ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ევროკავშირისგან მიიღებს 5,5 მილიონი ევროს დახმარებასამ დრომდე რადიო თავისუფლება აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტს USAGM-ისგან სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე იღებს.