პოეტი პაატა შამუგია პოლიციამ დააკავა. მასთან პოლიცია მაშინ მივიდა, როცა ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიდიოდა.
ის საპოლიციო ავტომობილში ჩასვეს. მას, სავარაუდოდ, ედავებიან რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვას“.
რუსთაველის გამზირზე დააკავეს აქციის მონაწილე სხვა დემონსტრანტებიც. მათ შორის ბექა აგულაშვილი და ნიკოლოზ დარსანია.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე. მათ შორის, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე.
ასევე ნახეთ როგორ გაასამართლეს ერთ დღეში ერთი ოჯახის ოთხი წევრი - რეპორტაჟი წიბახაშვილების სასამართლოდან ასევე ნახეთ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე დააკავეს - „მედიაჩეკერი“ახალი კანონით გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ასევე ნახეთ გზის გადაკეტვისთვის პატიმრობა შეუფარდეს 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილს