„გამოექანეთ“ - ზურა ჯაფარიძე მის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ერთ საქმეზე

ზურა ჯაფარიძე

ოპოზიციონერი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ კიდევ ერთი საქმე აღძრა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით პასუხობს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას.

„მთაწმინდა შორსაა და გამოექანეთ იაღლუჯადან“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ასევე ნახეთ „ივანიშვილი ქვეყანაში აპირებს დიქტატურის დამყარებას“ - ბოკუჩავა ოპოზიციონერების მიმართ ახალ ბრალზე
ასევე ნახეთ „ოლიგარქია უნდა დაემხოს!“ - ნიკა გვარამია პროკურატურის ახალ ბრალზე
ასევე ნახეთ „წერეთ და იკითხეთ, რუსებო“ - ელენე ხოშტარიას პასუხი პროკურატურას
ასევე ნახეთ "ივანიშვილმა გადაწყვიტა, ციხეში ჩასვას პოლიტიკა" - დათუნაშვილი ოპოზიციონერების სისხლისსამართლებრივ დევნაზე

დღეს, 6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა ოპოზიციონერი (მიხეილ სააკაშვილი, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე) პოლიტიკოსის წინააღმდეგ. მათ ნაწილს ედავებიან საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

ასევე ნახეთ პროკურატურამ საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმე აღძრა 8 ოპოზიციონერის წინააღმდეგ

მათ შორის ზურა ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს იდენტური მუხლებით წაუყენებენ ბრალს:

  • საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.


ასევე ნახეთ პროკურატურამ საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმე აღძრა 8 ოპოზიციონერის წინააღმდეგ