უკრაინაში ომში დაიღუპა აფხაზი მებრძოლი დამეი კვიცინია

დამეი კვიცინია

უკრაინაში ომი დაიღუპა რუსეთის მხარეს მებრძოლი ოკუპირებული აფხაზეთიდან, დამეი კვიცინია, სახმისით „ბატია“. ინფორმაციას ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“ ავრცელებს, კვიციანია ორგანიზაციის საბჭოს წევრი იყო.

კვიცინია რუსეთის შეიარაღებული ძალების ალექსანდრე ნეველის სახელობის სადაზვერვო-შემტევი ბრიგადის მოხალისეთა კორპუსში მსახურობდა.

„ის დრონის თავდასხმისას დაიღუპა, როდესაც დაჭრილი თანამებრძოლები გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან", - იტყობინებიან Telegram-ის არხები.

დამეი კვირიცინია აფხაზი მწერლის, ნიკოლოზ კვიცინიას ვაჟი იყო. 1989 წლიდან ის „აიდგილარას სახალხო ფორუმის“ აქტივისტი იყო. იბრძოდა აფხაზეთის ომში და როგორც ირწმუნებიან, ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც საქართველოს Су-25 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო.

2014-2018 წლებში კვიცინია დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობდა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებით.

"აქტიურად მონაწილეობდა ყველა პოლიტიკურ პროცესში, პატრიოტი და მზრუნველი ადამიანი, ყოველთვის მზად იყო დახმარებოდა ყველას, ვისაც მისი მხარდაჭერა სჭირდებოდა“, - ნათქვამია "არუაას" განცხადებაში.

უკრაინის ომში რუსეთის მხრეს იბრძოდა დამეი კვიცინიას უფროსი ვაჟი ნიკოლაიც, რომელიც ერთ წელზე მეტია, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

უკრაინაში რუსეთის მხარეს ომში აქტიურად მონაწილეობენ მებრძოლები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან. ათობით მათგანი დაიღუპა, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია.