ის პრეზიდენტ ერდოანის მთავარ მეტოქედ ითვლება. მისი პარტია, CHP (Cumhuriyet Halk Partisi - რესპუბლიკური სახალხო პარტია), ასევე პროკურატურის სამიზნეა.
ბრალდების მხარემ ასევე განაცხადა, რომ ექრემ იმამოღლუმ თურქეთის სახელმწიფოს მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, საქმეში 142 ბრალდებაა, რაც, ჯამში, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2000 წელზე მეტი ხნით.
იმამოღლუ ერდოანის მთავარი პოლიტიკური მეტოქეა და ითვლება ერთადერთ პოლიტიკოსად, რომელსაც არჩევნებში მისი დამარცხება შეუძლია. მარტში მისმა დაპატიმრებამ თურქეთში 2013 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური არეულობის ტალღა გამოიწვია.
ის მუდმივად უარყოფს ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ივლისში იმამოღლუს გენერალური პროკურორის შეურაცხყოფისთვის გამოუტანეს ცალკე განაჩენი, რომელიც გაასაჩივრა.
პროკურატურამ მოითხოვა CHP-ის, უდიდესი ოპოზიციური პარტიის, აკრძალვა. მოყვანილი დასაბუთებით, ის უკანონო სახსრებით იღებს დაფინანსებას. რესპუბლიკური პარტიის
თავმჯდომარემ, იოზგიურ ჩელიქმა, X-ზე ბრალდებებს „აბსურდული“ და „სამარცხვინო“ უწოდა და განაცხადა, რომ მათი მიზანია, განადგურდეს იმედი, რომ იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატურად იქნეს წარდგენილი.