თუმცა მედიასაშუალებამ, ამასთან, უარყო აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კომპენსაციის მოთხოვნა. მაუწყებელმა ასევე განაცხადა, რომ ფილმს აღარ აჩვენებს.
„მიუხედავად იმისა, რომ BBC გულწრფელად ნანობს, როგორ მოხდა ვიდეოკლიპის დამონტაჟება, ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ცილისწამების საჩივრის საფუძველს”, - განაცხადა BBC-მ.
ტრამპი BBC-ის სარჩელის შეტანით დაემუქრა 2021 წელს კაპიტოლიუმის შენობაზე მისი მხარდამჭერების იერიშის დროს წარმოთქმული სიტყვის დამონტაჟების გამო.
კვირას გაგზავნილ წერილში, როგორც Reuters-ი იტყობინებოდა, პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ BBC-მ თავისი დოკუმენტური ფილმი 14 ნოემბრამდე უნდა მოხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სასამართლოში უჩივლებენ და „არანაკლებ“ ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას მოსთხოვენ.
BBC-ის მმართველმა და საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა 9 ნოემბერს თანამდებობები დატოვეს. გადადგომის მიზეზი ბრიტანული მაუწყებლის მიმართ კრიტიკა იყო ტრამპის სიტყვით გამოსვლის შესახებ ფილმის მონტაჟის გამო.
BBC-ის მთავარმა დოკუმენტურმა პროგრამა Panorama-მ, ტრამპის გამოსვლის ორი ნაწილი ერთად დაამონტაჟა და ისე წარმოჩნდა, რომ 2021 წლის იანვარში ის კაპიტოლიუმის ბორცვზე არეულობებს აქეზებდა.