რუსთაველზე მოშიმშილეებს აქტივისტი ისაკო დევიძე შეუერთდა

მოშიმშილეები პარლამენტის შენობასთან. ფოტო გადაღებულია 2025 წლის 2 ნოემბერს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოშიმშილეებს სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე შეუერთდა. ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისა და მათი განცხადებით, "პოლიტპატიმრების" გათავისუფლების მოთხოვნით ამჟამად 9 ადამიანი შიმშილობს.

როგორც მოშიმშილე პოლიტიკოსი, "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელი, გედევან ფოფხაძე ამბობს, მათ კარვებთან ერთად ადგილზე კიდევ ერთი კარავი გაიშალა, მათთვის ვინც პროტესტის უკიდურესი ფორმის მონაწილეების მიმართ სოლიდარობას გამოხატავს.

"მოშიმშილე ადამიანების მდგომარეობა დღეების შემდეგ გახდება საყურადღებო და ამიტომ სოლიდარობის აქცია მნიშვნელოვანია. სოლიდარობის აქციის მონაწილეები დაეხმარებიან მოშიმშილეებსაც", - ამბობს გედევან ფოფხაძე.

მათდამი სოლიდარობის მიზნით შიმშილობა დღეს, 19 ნოემბერს დაიწყო სამოქალაქო აქტივისტმა ისაკო დევიძემ.

ისაკო დევიძე საპროტესტო აქციებში მონაწილეობისას რამდენჯერმე დააკავეს - ბოლოს 25 სექტემბერს, მას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ასევე ნახეთ მოსამართლე ცეკვავამ 20 დღიან პატიმრობაში გაუშვა აქტივისტი ისაკო დევიძე

ის წინა დღით დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ამ დროისთვის შიმშილობენ:

გედევან ფოფხაძე
დარეჯან ცხვიტარია
დათო ჭელიძე
კახა ელიოზიშვილი
ვახტანგი მაჭავარიანი
ერეკლე გოგუაძე
ისაკო დევიძე

თითქმის ერთი წელია, საქართველოში პროტესტი არ წყდება - გასული წლის 28 ნოემბერს დედაქალაქში ათიათასობით ადამიანი შეკრიბა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

პროევროპული დემონსტრაციების დაწყებიდან დღემდე მოთხოვნები უცვლელია: ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და დემონსტრაციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.

ასევე ნახეთ

პარლამენტთან აქტივისტი ისაკო დევიძე დააკავესაქტივისტი ისაკო დევიძე 5 ათასი ლარით დააჯარიმესაქტივისტი ისაკო დევიძე 3500 ლარით დააჯარიმესრვადღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვეს ისაკო დევიძემ და დავით წოწორიამმოშიმშილე დემონსტრანტი ისაკო დევიძე იზოლატორიდან კლინიკაში გადაჰყავთ - ადვოკატირას ჰყვებიან და რა ბედი ეწიათ აქციებზე დაკავებულ დემონსტრანტებს?