დასავლეთ უკრაინის ქალაქზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ ტერნოპოლზე რუსეთის არმიის თავდასხმის შემდეგ. 19 ნოემბერი, 2025 წელი

უკრაინის დასავლეთ ქალაქ ტერნოპოლზე რუსეთის დრონებისა და სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია, განაცხადა 19 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

„რუსეთის მიერ ქალაქის დაბომბვის შედეგად ოცდაექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაიღუპა. კიდევ 73 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი, დაიჭრა“, - განაცხადა სამინისტრომ სოციალურ მედიაში. ეს 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დარტყმა იყო.

უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იჰნატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, ტერნოპოლში სახლს მოხვდა რუსული რაკეტა Х-101.
რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს ხარკოვის, ლვოვის, ტერნოპოლის, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის, როვნოს, დნეპროპეტროვსკისა და სხვა ოლქებზე.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო. უკრაინის რეგიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ასევე ნახეთ უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში 20-მდე გაიზარდა რუსული რაკეტით დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი