უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე დე მორაეშის გადაწყვეტილებით, 70 წლის პოლიტიკოსის ხელახალი დაკავება პრევენციული ღონისძიების სახით აუცილებელი იყო, რადგან “გამოვლინდა ახალი ფაქტები“.
სასამართლოს მონაცემებით, „ახალი ფაქტები“ მოიცავს ფეხზე მონიტორინგის ელექტრონული სამაჯურის მონიტორის დაზიანების მცდელობას და საჯარო საპროტესტო აქციის გამართვის მოწოდებებს იმ საცხოვრებელი კომპლექსის შესასვლელთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ცხოვრობს.
ბრაზილიური საინფორმაციო სააგენტო G1-ის ცნობით, ჟაირ ბოლსონაროს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება „ღრმა გაოგნებას“ იწვევს. მათი თქმით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საფრთხე ექმნება ბოლსონაროს სიცოცხლეს.
ასევე ნახეთ ბრაზილია პრეზიდენტის დასჯაზე ფიქრობს - ჩვენ ვის მოვთხოვოთ პასუხი კოვიდით გარდაცვლილთა გამო?ჟაირ ბოლსონაროს ვაჟმა, ფლავიომ, ბრაზილიელმა სენატორმა, მხარდამჭერებს დედაქალაქ ბრაზილიაში, ყოფილი პრეზიდენტის სახლთან შეკრებისკენ მოუწოდა.
„იბრძოლებთ თქვენი ქვეყნისთვის, თუ ამ ყველაფერს დივანზე, ტელეფონში უყურებთ? გიწვევთ ჩვენთან ერთად იბრძოლოთ“, - განაცხადა მან სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტისთვის დართულ ვიდეოში.
ფლავიო ბოლსანაროს თქმით, „მსვლელობა“ ორგანიზებული იქნება ისე, რომ პოლიტიკოსის მხარდამჭერებს შეეძლოთ „ილოცონ მისი ჯანმრთელობისთვის და ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნებისთვის“.
ჟაირ ბოლსონარო დააკავეს და ფედერალური პოლიციის შტაბ-ბინაში გადაიყვანეს 22 ნოემბერს დილის 6:00 საათზე.