პოლიციამ პარლამენტთან ერთი მოქალაქე დააკავა

მსვლელობისას ისმოდა შეძახილები: „ცეცხლი ოლიგარქიას”, „ბრძოლა ბოლომდე”.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, პოლიციამ დააკავა საპროტესტო აქციის მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი ია მელითაური.

დაკავების ზუსტი მიზეზი უცნობია. პოლიციამ ია მელითაური დაკავებისთვის განკუთვნილ ავტომობილში ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა. თვითმხილველთა თქმით, დაკავებამდე მელითაურს გზა არ გადაუკეტავს.

საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან”.

მსვლელობის მონაწილეებს საპოლიციო ძალები მიჰყვებოდნენ და გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

მეტროსადგურ „მარჯანიშვილამდე” აქციის მონაწილეები „სადგურ ავლაბრიდან” მეტროს საშუალებით მივიდნენ. მსვლელობისას ისმოდა შეძახილები: „ცეცხლი ოლიგარქიას”, „ბრძოლა ბოლომდე”.

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტთან უცვლელი მოთხოვნებით თითქმის ერთი წელია იკრიბებიან და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ასევე ნახეთ

პოლიციამ, სავარაუდოდ, კიდევ 8 პირი დააკავა პარლამენტთან და საპროტესტო მსვლელობისას "ჭყვიტინა" სათამაშოთი დაგვცინოდა" - ვანო სხირტლაძე 8-დღიან პატიმრობაში გაუშვესმოსამართლემ სამოქალაქო აქტივისტ მიხეილ ზაქარეიშვილს 7 დღით პატიმრობა შეუფარდათბილისში საპროტესტო მსვლელობისას პოლიცია კვლავ აკავებს მოქალაქეებსქეთევან ხუსკივაძეს ჯარიმა, ნინო ბარძიმაშვილს 2 დღიანი პატიმრობა შეეფარდათელენე ბერიკაშვილს 4, გია ჯვარშეიშვილს კი 7 დღით პატიმრობა შეეფარდათ - ისინი პოლიციამ აქციაზე 19 ნოემბერს დააკავა პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულ ხალიბეგ მაგამედოვს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდესრუსთაველზე პოლიცია დემონსტრანტებს აკავებს - დაკავებული არიან ვანო სხირტლაძე და მიშა ზაქარეიშვილი პოლიციამ 10-ზე მეტი ადამიანი დააკავა კაკაბაძის ქუჩის მიმდებარედიმართება მათე დევიძის მხარდამჭერი მარში - პოლიცია მათ გზაზე გადასვლის უფლებას არ აძლევს