გასულ კვირას აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პროექტის გამოქვეყნებამ გააღრმავა უკრაინისა და ევროპის ქვეყნების შეშფოთება იმის შესახებ, რომ ვაშინგტონმა მიიღო რუსეთის ძირითადი მოთხოვნები ნატოსთან, ტერიტორიასთან და ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ქრონოლოგიასთან დაკავშირებით.
Reuters-ი გაეცნო ასლს, რომლის თანახმადაც, ევროპული გეგმა მნიშვნელოვნად ცვლის ნატოსა და ტერიტორიასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების აზრსა და მნიშვნელობას.
ასევე ნახეთ
ევროკავშირი მიესალმება სამშვიდობო მოლაპარაკებაში მიღწეულ პროგრესს, “მაგრამ გასაკეთებელი კიდევ არის“„ერთი შეხედვით, ევროპული გეგმა... სრულიად არაკონსტრუქციულია და ჩვენ მას ვერ მივიღებთ”, - განუცხადა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვმა, ჟურნალისტებს მოსკოვში.
პარასკევს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის წინადადებები უკრაინაში მშვიდობის შესახებ შეიძლება კონფლიქტის მოგვარების საფუძველი გახდეს, თუმცა თუ კიევი ამ გეგმაზე უარს იტყვის, მაშინ რუსული ძალები გააგრძელებენ წინსვლას.
უშაკოვმა თქვა, რომ „ამ (აშშ-ის) გეგმის არა ყველა, მაგრამ ბევრი დებულება ჩვენთვის სავსებით მისაღები ჩანს“. თუმცა, დასძინა, რომ ზოგიერთი მათგანი უფრო დეტალურ განხილვას მოითხოვს.