ევროპარლამენტის ლიბერალურ პარტიათა გაერთიანება - „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ - აღშფოთებულია BBC-ს გამოქვეყნებული მასალით, რომელიც შეეხებოდა საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლის დროს გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებს. ALDE მხარს უჭერს ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ.
ასევე ნახეთ 8 ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ BBC-ს სტატიის შემდეგ საჭიროა საერთაშორისო გამოძიების ჩატარება„ევროპელი ლიბერალები აღშფოთებულნი არიან BBC-ს დღევანდელი გამოძიებით, რომელმაც გამოავლინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს მშვიდობიანი, ევროკავშირის მომხრე მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა, რაც ფუნდამენტურ უფლებებზე შოკისმომგვრელი თავდასხმაა!..
ჩვენ 365 დღის განმავლობაში ვდგავართ საქართველოს მამაცი ხალხის გვერდით დემოკრატიული, ევროპის მომხრე მომავლისთვის ბრძოლაში. ჩვენ ამას გავაგრძელებთ...“ - წერია განცხადებაში.
ასევე ნახეთ „კითხვა ის არის, თავად მოიფიქრეს თუ რუსმა ზემდგომებმა ასწავლეს“, - „მაგნიტსკის აქტის“ ავტორი BBC-ის სტატიის შემდეგდღეს დილას, 1 დეკემბერს, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი, აცხადებს, რომ „მოსახლეობა არასოდეს არ უნდა გახდეს ექსპერიმენტების სუბიექტი“ და საკითხი წამებისა და არასათანადო მოპყრობის მუხლით უნდა გამოიძიონ.
ამავე გამოძიებაში ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს განუცხადა, რომ ეს მიგნებები „უკიდურესად აბსურდულია“ და პოლიცია „ბრუტალური კრიმინალების“ უკანონო ქმედებებს „კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში“ პასუხობდა.
ასევე ნახეთ BBC: თბილისში პროტესტის დასაშლელად I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება გამოიყენეს - „ოცნება“ BBC-ს უჩივისჟურნალისტური გამოძიების შემდეგ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“. პარტიამ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას უწოდა „ერთ დროს ავტორიტეტული მედია, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
„გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“, - აცხადებს სამსახური.
პრესცენტრის თანახმად, უწყება „შემდგარ ფაქტად“ მიიჩნევს მხოლოდ იმას, რომ:
- „ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს“;
- „მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ“.