თუ გარიგება დამტკიცდება, Netflix-ი შეიძენს Warner Bros.-ის საწარმოო სიმძლავრეებს, სტუდიის დისტრიბუციის განყოფილებას, Warner Bros. Television-ს, Warner Bros. Motion Picture Group-ს, DC Studios-ს, HBO საკაბელო არხს, HBO Max სტრიმინგ სერვისს და ფილმებისა და სატელევიზიო სერიალების ფართო ბიბლიოთეკებს. Netflix-ი შეიძენს უფლებებს DC Universe-ის კომიქსებზე, ფილმებსა და სერიალებზე, საკულტო სერიალებზე „სოპრანოების კლანი“, „სამეფო კარის თამაშები“, „The Wire“, „მეგობრები“, „დიდი აფეთქების თეორია“ და სხვა, ასევე ჰარი პოტერის სამყაროს უფლებებს.
კომპანიის განცხადების თანახმად, ტრანზაქციის საერთო ღირებულება დაახლოებით 82,7 მილიარდი დოლარია (აქციების ღირებულება: 72 მილიარდი დოლარი). Warner Bros.-ის აქციონერები თავიანთი აქციისთვის მიიღებენ 27,75 დოლარს ნაღდი ფულით და Netflix-ის აქციებით. „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობით, პროცესის დასრულება ნავარაუდევია 2026 წლის მესამე კვარტალში.
ასევე ნახეთ აუცილებლად სანახავი 9 ფილმი თბილისის კინოფესტივალზე„ეს შენაძენი გააძლიერებს ჩვენს შეთავაზებას და დააჩქარებს ჩვენს ბიზნესს მომავალი ათწლეულების განმავლობაში“, თქვა Netflix-ის ერთ-ერთმა გენერალურმა დირექტორმა გრეგ პიტერსმა. „Warner Bros. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში განსაზღვრავს გასართობი ინდუსტრიის განვითარების მიმართულებებს და განაგრძობს ამის კეთებას თავისი ფენომენალური შემოქმედებითი ლიდერობისა და წარმოების შესაძლებლობების წყალობით“.
Bloomberg-მა შერწყმას „ისტორიული“ უწოდა. Reuters-ის ცნობით, გარიგება, სავარაუდოდ, ევროპასა და შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვან ანტიმონოპოლიურ შემოწმებას დაექვემდებარება, რადგან ის მსოფლიოში უდიდეს სტრიმინგ სერვისს საკუთრებაში გადასცემს კონკურენტს, რომელიც ფლობს HBO Max-ს და თითქმის 130 მილიონი გამომწერი ჰყავს.
სააგენტოს ცნობით, აშშ-ის კონგრესის ზოგიერთმა წევრმა ადრე განაცხადა, რომ Netflix-სა და Warner Bros.-ს შორის გარიგებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მომხმარებლებს და ჰოლივუდს, ხოლო Paramount-მა, რომელსაც დევიდ ელისონი ხელმძღვანელობს, ამ კვირაში გაყიდვის პროცესი ეჭვქვეშ დააყენა იურიდიული საფუძვლით.
ასევე ნახეთ რაც მამას უნდა