რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, ან-22 დღეს, 9 დეკემბერს ჩამოვარდა დაუსახლებელ ადგილას, სადაც სამაშველო ჯგუფი გაემგზავრა „ეკიპაჟის ბედის დასადგენად“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, თვითმფრინავი „ჩატარებული რემონტის შემდგომი შემოფრენისას“ ჩამოვარდა. რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, სამინისტროს არ უთქვამს.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელშიც 7 ადამიანი იმყოფებოდა უვოდის წყალსაცავის რაიონში ჩამოვარდა.
ასევე ნახეთ რუსეთში ბომბდამშენი TU-22М3 ჩამოვარდა, ერთი პილოტი დაიღუპარუსეთი ან-22 ტიპის თვითმფრინავებს იყენებს დიდ მანძილზე მძიმე საბრძოლო ტექნიკისა და სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირებისთვის და საჰაერო დესანტის გადასხმის მიზნითაც.
ივანოვოს ოლქში, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ბაზა აქვს.