კრწანისის ჭალის ტყის ცუდი სიზმარი

Your browser doesn’t support HTML5

გინახავთ თბილისსა და რუსთავს შორის მდებარე მტკვრის ჭალის ტყე? აი, ის, კრწანისის ტყეპარკის სახელით რომ არის ცნობილი და სადაც მალე “ქართული ოცნების” მთავრობის განცხადებით, “არნახული არაბული ინვესტიციით” გათვალისწინებული ახალი უბანი, “თბილისი სანაპირო” უნდა აშენდეს?

ჩვენ გადავწყვიტეთ, მეტი შეგვეტყო, გვენახა და თქვენთვისაც მოგვეყოლა ამ ტერიტორიაზე შემორჩენილ, ერთადერთ მეტნაკლებად ხელუხლებლად შემონახულ ჭალის ტყეზე, სადაც არაბული კომპანია “იგლ ჰილსის” პროექტის მშენებლობა 2026 წლიდან უნდა დაიწყოს და ხუთ წელში დასრულდეს.