ბათუმში საახალწლო კონცერტებზე, ჯამში, 96 მომღერალი და მუსიკალური ჯგუფი იმღერებს. მუსიკოსების შესახებ ინფორმაცია შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული - ღონისძიების დამკვეთი ბათუმის კულტურის ცენტრი სულ 428 000 ლარს დახარჯავს.
ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 20 დეკემბერს დაიწყება - ამ დღეს აინთება საახალწლო ნაძვის ხეც. ევროპის მოედანზე და მის მიმდებარე სივრცეში განთავსდება საახალწლო ინსტალაციები.
„ქალაქში საახალწლო განწყობას შექმნის მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან 2026 წლის 7 იანვრის ჩათვლით დაგეგმილი საახალწლო კონცერტები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დღესდღეობით საქართველოში ყველაზე პოპულარული თანამედროვე მუსიკის ცოცხალი შემსრულებლები. კონცერტები ღია ცის ქვეშ ტარდება და დასწრება ყველა მსურველისათვის თავისუფალია“, - წერია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.
ბათუმში საახალწლო კონცერტებზე იმღერებენ:
- "რანინა";
- ზვიად ბოლქვაძე და ბენდი;
- DJ ჩიკი;
- ბენდი Catfish;
- ბენდი 4 up;
- ბენდი დავით ევგენიძე და სოლო შემსრულებლები;
- DJ რევაზი ზოიძე;
- ბენდი "ლა ფიესტა";
- ბენდი moonlight;
- ბენდი Why Not;
- ბენდი "ლათინო ორკესტრალი";
- ბექა კალანდაძე;
- ბენდი The memmbers;
- ბენდი - Hit Wave;
- ჯგუფი "რეგიონი";
- DJ ნიკოლოზ ლომინეიშვილი;
- ნანუკა ქარუხნიშვილი;
- სალომე ხარაბაძე;
- "ქუჩის ბიჭები";
- თემურ ყვითელაშვილი;
- თემურ თათარაშვილი;
- მარიკა თხელიძე;
- ნინი ქარსელაძე;
- გია ნიკოლაძე;
- ბაიარ შაჰინი;
- შლომო;
- ლუკა ზაქარიაძე;
- ნატო ფირცხალაიშვილი;
- ანი კეკუა;
- რუსა მორჩილაძე;
- გურანდა დოლიძე;
- მარიკო ებრალიძე;
- ანრი გუჩმანიძე;
- გიორგი ნაკაშიძე;
- მზია ფარტენაძე;
- სოფია მეტა;
- ავთანდილ აბესლამიძე;
- სანდრო კურცხალიძე;
- ნანუკა მიქაძე;
- მარიტა ცეცხლაძე;
- გიორგი ბერიძე;
- სალომე მირიანაშვილი;
- ნონა კორიფაძე;
- ირაკლი კორიფაძე;
- არჩილ ჯაიანი;
- არჩილ სირბილაძე - არჩილ ნიჟარაძე ბენდით;
- DJ თარაშ ტაკიძე;
- ნიკოლოზ წულუკიძე;
- ელისაბეტ ბაგრატიონი;
- ნატო მეტონიძე;
- მანანა თოდაძე;
- კოტე ყიფიანი;
- თამარ გვერდწითელი;
- გიორგი სუხიტაშვილი;
- სულხან ჯაიანი;
- ნიკო ბერიძე;
- აჩიკო გოგიტიძე;
- მორის მელაძე;
- ბაჩო ნაკაშიძე;
- DJ ბენე (გიორგი ცინცაძე);
- ბენდი "ასტეროიდი";
- ბენდი G sound-ი;
- ბენდი "ნიუვანი";
- DJ ანრი ნაკაშიძე (ენდრიუ);
- ბენდი Jazz Do it;
- ბენდი "მელო მანიაკი";
- ირაკლი ფაღავას ბენდი;
- ბენდი road radio;
- DJ ნიკო გორგოშაძე;
- აჩიკო ბერიძე;
- ლაშა ღლონტი;
- "ალილო";
- "ქართული ხმები";
- ნეკა სებისკვერაძე;
- კვარტეტი "რანინა";
- "შვიდკაცა";
- ბენდი "ქართული";
- ტრიო "გოგლაურა";
- ბენდი "ემოცია";
- DJ ნიკო გორდელაძე;
- ბენდი "კონიაკი";
- ბენდი "მაჭახელა";
- თათია კობალაძის ბენდი live-life;
- ბენდით მარიამ მოსეშვილი - The Hapiness;
- DJ ნუგო (ნუგზარ ხიმშიაშვილი);
- "ფორტე";
- "თეატრალური კვარტეტი";
- "ბათუმური კვინტეტი";
- ჯგუფი "რერო";
- თამუნა მიქელაძე;
- ხვიჩა მაღლაკელიძე;
- ვაჟა ტუღუში;
- ნუგზარ ერგემლიძე;
- ლუკა ჭანიშვილი;
- თათული კილაძე;
- "კახაბერი და ხანუმები".
საახალწლო ღონისძიებებისთვის მომსახურებაზე ხელშეკრულება ტენდერის გარეშე დაიდება.