პატიმრის თქმით, რამდენიმე დღის წინ „უდოს“ (ვადამდე პირობით გათავისუფლება) შეთავაზებაზე უარი განაცხადა და შესაბამის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.
ანდრო ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ მისთვის ერთადერთი მისაღები გამოსავალი მხოლოდ სააპელაციოს გადაწყვეტილება იქნება, თუ ის ობიექტურ და მიუკერძოებელ ვერდიქტს გამოიტანს.
„როგორც ჩანს, რამდენიმე თვის წინ გასაგებად ვერ გადმომიცია ჩემი სათქმელი, ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და მეტჯერ ამ საკითხს აღარ დავუბრუნდები. ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი - არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება. არ მინდოდა ამაზე ხაზგასმა, მაგრამ, როგორც ჩანს, საჭიროა - რამდენიმე დღის წინ არც უდოს შემოთავაზებაზე მოვაწერე ხელი და ვთქვი უარი. ერთადერთი ჩემთვის მისაღები გამოსავალი, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება, როგორსაც მიიღებდა დამოუკიდებელი სასამართლო. ის ხალხი კი, ვინც ქალის მიმართ დევნას ამართლებთ და უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვებას პირდაპირ ითხოვდით, თავდებობით თავს ნუ შეიწუხებთ, - წერს ანდრო ჭიჭინაძე.
ასევე ნახეთ „როცა სიმართლე შენს მხარესაა, მაშინ გეძლევა ძალა“ - ანდრო ჭიჭინაძის საქმე“ქართული ოცნების” პროპაგანდისტმა, მომღერალმა “უცნობმა” 19 დეკემბერს თავის გადაცემაში, "უცნობის კიდობანი", საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ნაწილის შეწყალება სთხოვა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და საპატრიარქოს:
"საპატრიარქოს მივმართავ, პირველ რიგში, და, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას, თუკი რამე დამსახურება გამაჩნია ამ ქვეყნის წინაშე, ძალიან გთხოვთ, რომ ეს ამბავი მე შემისრულოთ პირადად და მე ვიქნები პასუხისმგებელი იმისი, რომ ეს ადამიანები იმავეს აღარ ჩაიდენენ. თუ ჩაიდენენ აქა ვართ ჩვენც და აქა ხართ თქვენც და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა არავის არ ასცდება. თქვენი გადასწყვეტია, უბრალოდ მე ვთქვი ის ამბავი, რომ რაღაცნაირად სიკეთით და სიყვარულით დავუპირისპირდეთ ჩვენ ამ სიტუაციას, რაშიც ვართ".
მანამდე გია გაჩეჩილაძემ დააზუსტა, რომ მხედველობაში აქვს მხოლოდ “ბიჭების სიტუაცია და არა სხვა დანარჩენი, მათ შორის პოლიტიკოსები”.
“იმ ბიჭებზე, ანდრო ჭიჭინაძე მაგალითად. მათ ვფიქრობ სულ, რაღაცნაირად ეს ადამიანები შეიძლება ისე, შეიძლება ასე, შეიძლება ვიღაცა პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, უნებლიედ მოხვდნენ ამ სიტუაციაში, ზოგი გაცნობიერებულად, ზოგი გაუცნობიერებლად. სულ ვფიქრობ, მართლა გული მტკივა იმაზე, რომ ადამიანებს, ამდენი ხანია ციხეში სხედან, იმის ვაჟკაცობაც არ ჰყოფნით, მე ამას ვაჟკაცობას დავარქმევ, რომ თქვან, რაც შეგეშალა თქვი, რომ შეგეშალა… შემეშალაც არ თქვა, თუ შენ პოლიტიკურად გაწყობს, რომ ბოდიში არ მოიხადო, ნუ მოიხდი, უბრალოდ რაღაცნაირად გვაგრძნობინე, რომ რაღაცა არასწორი საქციელი იყო პოლიციელებზე ძალადობა იქნებოდა ეს თუ ქალაქის გადაწვა. სინანული რაღაცნაირად გვაგრძნობინე, ხომ? ნუ ამასაც არ აკეთებენ… ვიფიქრე რა გუშინ და ძალიან მინდა მივმართო, ეს ჩემი ნაფიქრია მხოლოდ და მხოლოდ, არ გეგონოთ, რომ ვიღაცისგან მოწოდებული აზრია, იმიტომ, რომ ახალი წელი მოდის მაინც და მგონია, რომ თუ ისინი ვერაფერს, არაფერს არ იძახიან და, დავუშვათ, თავიანთ შეცდომას არ აღიარებენ, მაინც მგონია, რომ რაღაცნაირად სიკეთით ვუპასუხოთ. მარტო იმ ბიჭებზე მაქვს ლაპარაკი, ვინც ამ შეტევაში იღებდა მონაწილეობას, იმ ახალგაზრდებზე”.
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პოლიციამ 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავა “ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის” ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ასევე ნახეთ მოწმე პოლიციელები „ჯგუფური ძალადობის“ საქმიდან - რა გავარკვიეთ მათი დაკითხვით