კოკა ვაშაკიძე მხატვარია, რომელმაც მულტიმედიური პროექტი „მაროს შვილები" შექმნა.
ერთი წლის განმავლობაში, სოციალურ მედიაში განთავსებულ ვიდეოებს და პოსტებს აგროვებდა, რომელიც საბოლოოდ ერთ ვებგვერდზე მოათავსა და საქართველოს უახლეს ისტორიაში ქალების პოლიტიკური აქტივობის არქივად აქცია.
„ფენოვანი" მიყვება კოკას არქივს, 2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე აღბეჭდილ ქალების წინააღმდეგობისა და აქტივიზმის ფოტოებს და ვიდეოებს.