დედაქალაქში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის შესასვლელში დამონტაჟებული თაღი 80 000 ლარი დაჯდა. ამის შესახებ ირკვევა თბილისის მერიასა და შპს „ღამის შოუს სტუდიას“ შორის დადებული ხელშეკრულებიდან.
სასაჩუქრე ყუთების კარკასი აწყობილია ე.წ. მილკვადრატების კონსტრუქციებით და შეფუთულია თვითწებადი ფირით.
ხელშეკრულების ის გვერდები, რომლებზეც 80 000-ლარიან საახალწლო თაღზეა საუბარი.
ამავე ხელშეკრულებით, კონტრაქტორმა დაამონტაჟა სცენა, „მანათობელი ხეივანი“, დეკორატიული ნაძვის ხეები, სანტას სახლის ინვენტარი და „ვორქშოფის“ აქტივობას აწყობს. ამისთვის „ღამის შოუს სტუდია“ 464 087 ლარს იღებს.
დედაქალაქის საახალწლო ხარჯი 8,2 მილიონი ლარია. აქედან 124 044 ლარი დაიხარჯა ნაძვის ხის ანთების 23-წუთიან ღონისძიებაზე.
ასევე ნახეთ თბილისში ნაძვის ხის ანთების 23-წუთიანი ღონისძიება 124 044 ლარი დაჯდაამ ღონისძიებას უძღვებოდნენ მანიკა ასათიანი და ლევან ხურცია. შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თითოეულმა 6 507,5 ლარი აიღო.
ასევე ნახეთ სია: ვინ იმღერებს თბილისის საახალწლო კონცერტებზე და რამდენს გადაუხდიან მათ