ახალი წლის დღეებში კონცერტების გასამართად თბილისის მერიამ ორი ხელშეკრულება დადო (20 დეკემბრის მონაცემებით). იმის მიუხედავად, რომ ტენდერი არ ჩატარებულა, კონტრაქტები, რომელშიც მომღერლებისა და ჯგუფების ჰონორარებია გათვალისწინებული, საჯაროა და შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე იძებნება.
ვინ იმღერებს და რამდენს გადაუხდიან თბილისის საახალწლო კონცერტებზე
ჯგუფები, ანსამბლები და ბენდები (თითოეული არანაკლებ 45 წთ):
- New One - 15 000 ლარი;
- Goofy Land - 15 000 ლარი;
- „კახაბერი და ხანუმები“ - 20 000 ლარი;
- „ურსა“ - 30 000 ლარი;
- „სინთეზი“ - 15 000 ლარი;
- „ფორტე“ - 8000 ლარი;
- დავით ილურიძის ბენდი - 13 000 ლარი;
- ბენდი „ქვევრი“ - 8000 ლარი;
- ანსამბლი „ირიაო“ - 10 000 ლარი;
- „რეზო და ბავშვები“- 20 000 ლარი;
- Status band - 10 000 ლარი;
- „ნანო ბენდი“ - 8475 ლარი;
- „მიქსტურა“ - 15 000 ლარი;
- „ზუკას ბენდის“ - 12 000 ლარი;
- „ლინდა ადამია და 1/4“ - 10 000 ლარი;
- „ოჩოს ქოხი“ - 10 000 ლარი;
- „ანანო ღიბრაძის და ბენდი A'ges“ - 8000 ლარი;
- „ალილო“ - 11 000 ლარი;
- „ქუჩის ბიჭები“ - 15 000 ლარი;
- „რეგიონი“ - 15 255 ლარი;
- „ღამის შოუ“ - 26 021 ლარი;
- ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფები და ანსამბლები - 7000 ლარი.
საბავშვო კონცერტები (თითოეული არანაკლებ 30 წთ):
- „რუსიკო ბანტაძის სტუდია“ - 5205 ლარი;
- სტუდია „სახეს“ - 2000 ლარი;
- „ჯადოსნური ხმები“ - 5000 ლარი;
- „მეკო სტუდია“ - 2000 ლარი;
- „მოძრავი ფილარმონია“ (წარმოდგენა) - 7000 ლარი;
- სტუდია „დო-რე-მი“ - 3500 ლარი;
- „ვოკალის აკადემია“ - 6000 ლარი;
- „ჟირაფი ჟოზეს“ წარმოდგენა - 10 170 ლარი;
- ანსამბლი „მზიური“ - 6780 ლარი;
- ანსამბლი „ენკი-ბენკი“ - 3905 ლარი;
- Mikeladze choir - 2605 ლარი;
- ანსამბლი „სიმი“ - 1952
- „ანა–ბანას სტუდია“ - 7000 ლარი;
- „თოჯინების თეატრი“ (წარმოდგენა) - 6000 ლარი;
- „შავნაბადა“ - 10 410 ლარი;
- „ქენდი სტუდია“ - 8730 ლარი;
- „ჩიკო სტუდია“ - 6000 ლარი;
- „რანინა“ - 12 000 ლარი;
- „ნუცას სკოლა“ - 2500 ლარი;
- N studios - 2500 ლარი;
- „ნუკრი კაპანაძის სტუდია“ - 8000 ლარი;
- „ბზიკების სტუდია“ - 8730 ლარი;
- „ნანა დაუშვილის საავტორო სტუდია“ - 2605 ლარი;
- საესტრადო-ვოკალური სტუდია SUNNY STUDIO - 1000 ლარი;
- „ინგას და გიგის საბავშვო სტუდია“ - 3000 ლარი;
- „ბასტი-ბუბუს“ კონცერტი - 6000 ლარი.
წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 280 000 ლარი დაიხარჯება საახალწლო ღონისძიებებში - მომსახურებას წელსაც ტენდერის გარეშე ყიდულობენ.
ფორუმი